"ყოველთვის გულის ფანცქალით ვუსმენ მორიგ ისტორიას, ან ვკითხულობ სტატიას რუსულ ჯარში ურთიერთობებზე. ჯარი ჩემთვის საიდუმლო პლანეტასავითაა, სადაც ახალგაზრდა ბიჭები მიდიან და უკან გაზრდილი მეომრები ბრუნდებიან. 2-3 წელიწადში სხვა ადამიანებად იქცევიან. მამაკაცურ გარემოში ურთიერთობა, ქალების გარეშე, კაცებს სასტიკებს და აგრესიულებს ხდის. ეს ჩემი პირადი აზრია. გინდება ადამიანს, ერთხელ მაინც ჩაიხედო ამ ქალის თვალისთვის დახურულ სამყაროში.