10:42 PM მოსამართლეები სამსახურში პორნოს ყურების გამო გაათავისუფლეს | |
დიდ ბრიტანეთში სამი მოსამართლე გაათავისუფლეს იმის გამო, რომ სამსახურში, სამუშაო კომპიუტერებზე პორნოგრაფიულ ფილმებს უყურებდნენ. მათი საქციელი სამუშაო ეთიკის უპატიებელ დარღვევად მიიჩნიეს. გამოძიების დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ პორნო ფილმებში, რომლებსაც მოსამართლეები უყურებდნენ, არ იყო კანონით დაუშვებელი ქმედებები, მაგრამ იუსტიციის მინისტრმა კრის გრელინგმა და ინგლისის და უელსის მთავარმა მოსამართლემ ლორდ ტომასმა ამ შემთხვევას მიუღებელი საქციელი უწოდეს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |