7:36 PM რა ხდებოდა შუშის სასახლეში ”არჩევანის” შემდეგ? - ნიკა გვარამია საიდუმლო თათბირის შესახებ საუბრობს | |
გასულ სამშაბათს, "რუსთავი 2"-ის ეთერში გიორგი გაბუნიას "არჩევანის" გასვლის შემდეგ ივანიშვილის შუშის სასახლეში თათბირი გაიმართა, - ამის შესახებ გაზეთ "ქრონიკა+"-თან "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საუბრობს. გვარამიას თქმით, შეხვედრას ბევრი ადამიანი ესწრებოდა და საპასუხო პიარ-სვლები დაიგეგმა. შეხვედრაზე პიარზე პასუხისმგებელი პირები იყვნენ შეკრებილები და დაგეგმეს, როგორ უნდა მოიქცნენ. არ ვიცი, რა როგორ დაგეგმეს, არ ეტყობა მათ პიარს, რომ რამეა დაგეგმილი... საერთოდ, არგაკეთებული საქმეების პიარი როგორ გინდა, რომ გააკეთო? აბსურდია...", - ამბობს გვარამია და დასძენს, რომ მსგავსი გადაცემები "რუსთავი 2"-ზე მომავალშიც გაგრძელდება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |