სკანდალური ვიდეოები,სიახლეები,ყვითელი პრესა,იუმორი,საზოგადოება,მიიღეთ სკანდალური სიახლეები პირველებმა...
მთავარი » 2015 » ივნისი » 5 » მოროშკინას სკანდალური განცხადება - ”ვიდეო ფირზე რექტორის, კოტრიალია ასახული...”
7:33 PM
მოროშკინას სკანდალური განცხადება - ”ვიდეო ფირზე რექტორის, კოტრიალია ასახული...”

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ბერიძეს უნივერსიტეტის მოქმედი და ყოფილი პროფესორები ბრალდებებს უყენებენ და თანამდებობის დასატოვებლად ერთკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურატურაში უკვე გამზადებულ სარჩელს შეიტანენ.

22 აპრილს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა თინა გელაშვილმა და ამავე უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორებმა ლალი მოროშკინამ და გიგლა გობეჩიამ პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, პირს, რომელიც პასუხისგებაში წლების წინ ქრთამისა და კორუფციის გამო მისცეს, არ აქვს უფლება სასწავლებლის ხელმძღვანელი იყოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ლალი მოროშკინა კი ამბობს, რომ იგი პრესკონფერენციაზე სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას შეეხო. აღნიშნული პროფესორებმა სწორედ მისი „ობიექტივის“ ეთერში გაკეთებული განცხადებების შემდეგ სასწავლებლის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნეს. 

მოროშკინა აცხადებს, რომ ეს მისთვის პატივისა და ღირსების შემლახავია: „არ ვაპირებდი ვითარების ასე გამწვავებას, მაგრამ ბერიძემ იკადრა და გააკეთა ის, რომ აკადემიური საბჭოს სახელით მელაპარაკება. მაშინ როცა ლეგიტიმური შეკითხვები ბერიძის მისამართით გვაქვს: რატომ დაინიშნა ის ადამიანი სასწავლებლის რექტორად, რომელიც ნასამართლევია და პრობაციონერი იყო?!“ 

მოროშკინა ბერიძის პირად ცხოვრებასაც ეხება და „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს: „ბერიძეს გადაეცით, რომ ჩვენ ბევრი ვიდეოფირი მოგვიტანეს, სადაც მისი ახლაგაზრდებთან კოტრიალია ასახული, თუ ერთი კვირის ვადაში არ დაწერს განცხადებას და არ წავა, ამ ვიდეოს იუთუბზე გამოვუქვეყნებთ. ამ ვადასაც იმიტომ ვაძლევთ, რომ პატივს მის ჭაღარას ვცემთ“. 

კატეგორია: სკანდალი | ნანახია: 514 | დაამატა: mamommm | ტეგები: კოტრიალია ასახული...”, მოროშკინას სკანდალური განცხადება - | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar