7:48 PM ”იური ვაზაგაშვილს საკუთარი აფეთქების ინსცენირება უნდოდა” - სკანდალური დეტალები | |
იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. როგორც საქმეში ბრალდებული გია სოსანაშილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე „ნიუპოსტთან“ საუბარში ამბობს, ვაზაგაშვილს აფეთქების ინსცენირება უნდოდა. ჯოგლიძის ამ ვერსიას იმით ხსნის, რომ გარდაცვლილს დაზიანებები თითებზე ჰქონდა. მისი თქმით, ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ საფლავზე კაფსულები აფეთდა, რომელიც ადგილზე სავარაუდოდ ვაზაგაშვილმა თვითონ მიიტანა. „გარდაცვლილს თითის ბალიშები აქვს წაწყვეტილი და დასასმელი გვაქვს კითხვები ექსპერტებთან, თუ როგორ შიეძლებოდა ყოფილიყო აღნიშნული დაზიანებები თითის ბალიშებზე - ანუ რამ გამოიწვია ეს დაზიანებები. ყველასთვის ცნობილია, რომ გარდაცვლილი მაგარი შოუმენი იყო. აქედან გამომდინარე არ გამოირიცხება ეს ვერსია, რომლის დაფიქსირებასაც ჩვენ ვაპირებთ სასამართლოზე. კიდევ ერთი მომენტი, გარდაცლილი, რომლის გასვენებაშიც ვაზაგაშვილი იყო ერთი საათით ადრე დაასაფლავეს და ვაზაგაშვილი დასაფლავებამდე შვილის საფლავზე 40 წუთით ადრე ავიდა. ალბათ იმიტომ ავიდა ადრე, რომ იცოდა რაც მოხდებოდა და არ სურდა სხვებიც დაშავებულიყვნენ. ეს დღეც იმიტომ აირჩია ამ ყველაფრისთვის, რომ მას ჰქონდა ჩვევები, რომ საზოგადოების ემოციურ ფონზე ემოქმედა. ეს ვერსია ექსპერტების დაკითხვის შემდეგ გამყარდება. არსებობს ვერსიაც, რომ კაფსულა ფალიასთან ერთად თავად ვაზაგაშვილმა აიტანა საფლავზე. დიახ, იქ რომ ლიმონკა ყოფილიყო ძალიან ცუდი შედეგი დადგებოდა და მხოლოდ თითები არ დაშავდებოდა. მას თვითმკვლელობა არ უნდოდა, მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ პრობლემებს უქმნიან“, - ამბობს ადვოკატი. ის კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ პროკურატურა სოსანაშვილს ბრალდების აღიარებას სთხოვდა. „იყო ასეთი საუბარი, რომ აღიაროს აღნიშნული დანაშაული და პრობლემა არ იქნებაო. უთხარი ძნელია არ ჩადენილი დანაშაული აღიაროო“, - ამბობს ჯოგლიძე. შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად 20 იანვარს გარდაიცვალა. საქმეზე დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი გია სოსანაშვილი. ფაქტზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |