9:48 PM ჯონდი ბაღათურია ეროსი კიწმარიშვილზე სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროვებს | |
„სულ ცოტა ხნის წინს ჩემთვის ისეთი დეტალი გახდა ცნობილი, რამაც კიდევ უფრო გამიმყარა ეჭვი, რომ ეროსი კიწმარიშვილს თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს!"- აცხადებს „ასავალ- დასავალთან" საუბარში" „ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია. „2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ეროსი კიწმარიშვილი „ოქროს მოწმე" იყო, რადგან იგი ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა. იმ საპარალამენტო კომისიაში , რომელიც ვითომ აგვისტოს ომს იძიებდა, სააკაშვილმა თავისი მასხარები შეკრიბა, რათა აგვისტოს ომში მისი ქმედებები გათეთრებულიყო. ამ კომისიის სცენარი აურია ეროსი კიწმარიშვილმა. მაშინ ყველას დაგვრჩა შთაბეჭდილება, თითქოს ეროსი რაღაც მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა და არ ათქმევინეს, სწორედ ამ მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა იგი პროკურატურისთვის. კერძოდ, ეროსი ფლობდა ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომამდე სააკაშვილი აწარმოებდა ფარულ მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან", - აცხადებს ბაღათურია. მისივე თქმით, სააკაშვილს კონსპირაციული საუბრები ჰქონდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთან და მათ შორის საუბარი აგვისტოს ომამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა! „სააკაშვილსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრის შუამავალი იყო კიწმარიშვილი. ომამდე ორი კვირით ადრე ფარული შეხვედრა იტალიის სპა-კურორტ მერაზონზე შედგა და ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციებს ფლობდა კიწმარიშვილი. ამ ეტაპზე ერთადერთი, რასაც დადგენა არ სჭირდება, ის არის რომ, ეროსი კიწმარიშვილმა , რომელსაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ჩვენება უნდა მიეცა, პროკურატურამდე ვერ მიაღწია და საფეთქელში ტყვია დახლილი იპოვნეს",- აცხადებს ბაღათურია. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |